დღეს დილით ამერიკის შეერთბულ შტატებში ჩაიყვანეს 33 წლის ამერიკელი ექიმი კენტ ბრენტლი, რომელიც დასავლეთ აფრიკაში "ებოლას" სასიკვდილო ვირუსით დაავადდა. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როცა აშშ-ში ამ სასიკვდილო ვირუსით დაავადებული ექიმის განკურნებას შეეცდებიან. "იტარ-ტასის" ცნობით, ექიმის გადარჩენას ჯორჯიას შტატის ქალაქ ატლანტას უნივერსიტეტ "ემორის" სპეციალისტები შეეცდებიან.
ექიმი აშშ-ში სპეციალური თვითმფრინავით გადაიყვანეს, კლინიკაში კი რეანომობილით მიიყვანეს, რომელსაც პოლიციის ესკორტი მიაცილებდა. თავად ექიმს ეცვა დამცავი კოსტიუმი, რომელიც ზღუდავს ინფექციის გავრცელებას.
ბრეტლი ლიბერიაში დაავადდა, სადაც ავადმყოფებს უვლიდა, მისი ბედი გაიზიარა ამერიკელმა ნენსი რაიტბოლმაც, რომელსაც უახლოეს დღეებში მოათავსებენ უნივერსიტეტის კლინიკაში.
დასავლეთ აფრიკაში კი სასიკვდილო ვირუსი ისევ მძვინვარებს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ВОЗ-ის ცნობით მხოლოდ გვინეაში, სიერა ლეონესა და ლიბერიაში ბოლო პერიოდის განმავლობაში მსხვერპლმა 730-ს დაგააჭარდა, საერთო მონაცემებით კი ინფექციის გავრცელება მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო და დაღუპულთა რიცხვმა 1300-ს გადააჭარბა.