საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით უშიშროების საბჭოს ფორმატის ცვლილება არ იგეგმება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ბეშუმში განუცხადა.
"არასწორი სპეკულკაციები წავიდა მედიასაშუალებების მეშვეობით, თითქოს უშიშროების საბჭოს ფორმატის შეცვლაზე იყო საუბარი, არც ერთ შემთხვევაში არავითარი ფორმატი არ იცვლება, ჩვენ მაქსიმალურად მკაცრად ვიცავთ კონსტიტუციის ყველა მუხლსა და ყველა დეტალს, ვაკვირდებით. პირადად მე, მთავრობა, პრეზიდენტი და პარლამენტიც, მაგრამ პრაქტიკულად უკვე დავასრულეთ უშუშროების ახალ კანონზე მუშაობა. ვინაიდან კონსტიტუცია შეიცვალა, საჭირო იყო ახალი კანონის შესაბამისობაში მოყვანა ახალ კონსტიტუციასთან. მინდა ეს გარკვევით განგიმარტოთ. ამაზეა საუბარი, რომ ახალი კანონი იქნება მიღებული სექტემბერში,"-განმარტა ღარიბაშვილმა.