პარტია "იმედის" ლიდერი ირინა სარიშვილი ბოლოდროინდელ მოვლენებს სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს:
-"ვადევნებ თვალყურს ბოლოდროინდელ მოვლენებს და უნებურად, საერთოდ რომ არ მინდა ისე, ერთი შეკითხვა მიტრიალებს სულ თავში: ეს ის ხალხი არ არის, ნაცებს ვგულისხმობ, ვისაც ბიძინა ივანიშვილი, როგორც თავად გვარწმუნებს, წლების განმავლობაში აფინანსებდა, დაწყებული ვარდების რევოლუციიდან, მათი მთავრობაში ყოფნით გაგრძელებული?! კი, ის ხალხია!
და ამ შეკითხვიდან გამომდინარე, კიდევ ერთი კითხვა მებადება: რა გარანტია მაქვს მე, რომ მათი დღევანდელი ჩვენებები ასევე არ ფინანსდება?!!! არ ტოვებს არც მერაბიშვილის, არც უგულავას, არც კოდუას ჩვენება–ინტერვიუები იმ შთაბეჭდილებას, რომ პროკურატურის გასაგონად ამბობდეს რომელიმე რამეს... სააკაშვილზე ხომ აღარაფერს ვამბობ! ეჭვი არ მეპარება, რომ ივანიშვილი ყველა თავის მტერს გეგმაზომიერად, აუჩქარებლად მოუღებს ბოლოს, ტყუილად კი არ შეარქვეს მას "მახრჩობელა" (удав), მაგრამ ვის და და კრიტერიუმით ჩათვლის ის მტრად და რას მივიღებთ შედეგად?!! მაფიქრებს ნაცებისთვის "სატოპკესავით" გადაგდებული ქმედებები, რომლებიც მხოლოდ ძალიან გულუბრყვილოთა აღრფთოვანებას იწვევს, უდიდესი ნაწილი კი დაფიქრებულია, ხოლო რაც შეეხება ნაცებს, იქ სრული მობილიზაციაა...
და კიდევ ერთი ფრაზა არ მომწონს, რომელიც კოდუამ ბადრი პატარკაციშვილთან, როგორც მკვლელობის დამკვეთთან დაკავშირებით, გაჭირვებით, მაგრამ მაინც წარმოთქვა... არ იყო ეს პროკურატურისთვის ნათქვამი... ივანიშვილის და პატარკაციშვილის "თბილი" ურთიერთობები არავისთვის საიდუმლო არ არის!!! არ ვიცი, არ ვიცი... ივანიშვილი ნამდვილად ბოლოს მოუღებს თავის მტრებს, ცოცხლებსაც და გარდაცვლილებსაც, მაგრამ რამდენი იქნება ამ სიაში იმავდროულად საქართველოს მტერი და რამდენი ღირსეული ქართველი, ძნელი სათქმელია...
ფიქრობს კი ამაზე ჩვენი მოსახლეობა? უდიდესი ნაწილი – ალბათ, არა, უფრო სწორად, ვერ, რადგან მას, ამ პაპანაქება სიცხეში უკვე უფრო მთავარზე აქვს საფიქრალი: ზამთრისთვის შვილს თბილი ფეხსაცმელი უყიდოს თუ ქურთუკი, ორივეს ვერ იყიდის...
ერთადერთი სურვილი მაქვს – რაც აქ დავწერე, მომეტებული სიცხის შედეგი იყოს... ღმერთმა ქნას..."