"ფრანს-პრესის" ცნობით გამთენიისას ღაზას სექტორში დაბომბვის შედეგად 10 პალესტინელი დაიღუპა, რომელთა შორის ერთი ბავშვია.
"ფრანს-პრესი" ინფორმაციას ადგილზე მობილიზებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალის წარმამადგენლის აშრაფ ალ-კუდრას მონათხრობზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება დღეს 7 საათიანი სამშვიდობო მორატორიუმი გამოაცხადოს.