ივერიონი / შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით კანაფი ამოიღო

შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით კანაფი ამოიღო

   შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული ვუგარ ა. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანის და კულტივირების ბრალდებით დააკავეს.

   გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულს ლაგოდეხის რაიონის სოფელ უზუნთალაში, სპეციალურად მოწყობილ სათბურებში ნარკოტიკული საშუალება კანაფი უკანონოდ მოჰყავდა და მის კულტივირებას ახდენდა. სამართალდამცველებმა დაკავებულის საკარმიდამო ნაკვეთის ჩხრეკისას 5 ტონა და 287 კგ კანაფი ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

   გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანის და კულტივირების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილით).

 

4-08-2014, 09:56
უკან დაბრუნება