საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამბასადორიალზე სიტყვით გამოვიდა
მარგველაშვილის განცხადებით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში გავლენას მოახდენს საქართველოს პოლიტიკაზე.
"შარშანდელი წელი მნიშვნელოვანი იყო საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით.შარშან რეკორდულად სწრაფ ტემპებში მოხდა ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებიდან მისი ხელმოწერა. ეს უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად გადავდგით და ამ ნაბიჯის შედეგები დიდი ხნის განმავლობაში გავლენა ს მოახდენს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკაზე. ამ თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ იმას, რომ ეს არის გზის დასაწყისი, პირველი და ძალიან მტკიცე ნაბიჯი იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის ნამდვილი წევრი და მნიშვნელოვანია, რომ ეს მესიჯი იყოს გატანილი. უმნიშვნელოვანესია ასევე ის, რომ საქართველო გახდა რეგიონში პირველი ქვეყანა,რომელსაც აქვს ასეთი ძლიერი მექანიზმი, ასეთი ძლიერი ბერკეტი თავისი ქვეყნის განვითარების და ეს მექანიზმი მნიშვნელოვანია არამარტო ჩვენთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის"-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.