-"საქართველოს კონსტიტუცია გადახედვას საჭიროებს"- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "ამბასადორიალზე"გამოსვლისას განაცხადა, ამ მიზნით შექმნილია სახელმწიფო საკონიტუციო კომისია.
-"განსაკუთრებული ყურადღება მინდა გავამახვილო იმ საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რომლებმაც ხელი შეუწყვეს ბალანსის აღდგენას საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებასა და პრეზიდენტს შორის და გააძლიერა პარლამენტის უფლებამოსილებები, თუმცა ბოლო დროს ნათლად გამოჩნდა, რომ კონსტიტუციის დღევანდელი მოდელი გადახედვას საჭიროებს, სწორედ ამ მიზნით ჩვენ შევქმენით სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია, რომელიც დღეს არსებულ ხარვეზებს გამოსწორებს და გამორიცხავს ნებისმიერ კონკრეტული პოლიტიკური ძალისთვის მორგებულ დებულებებს. ქვეყნას ბოლოს და ბოლოს ექნება კონსტიტუცია, რომელიც ფართო კონსესუსის გზით იქნება მიღებული"-განაცხადა ღარიბაშვილმა
მან ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლება ახორციელებს რეფორმებს სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით, რის შედეგადაც სასამართლო პოლიტიკური წნეხისგან გათავისუფლდა.
-"ჩვენი ხელისუფლება სასამართლოში აღარ ერევა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და რაც მთავარია, ჩვენი პოლიტიკური ნება, რომ სასამართლო პროცესი იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და უზრუნველყოფილი იყოს მხარეთა თანასწორობის მაღალი ხარისხი"
ღარიბაშვილის თქმით, უდიდესი პროგრესია მედიის თავისუფლების გაზრდის კუთხითაც. 2014 წელს მედიის თავისუფლების ინდექსით საქართველომ მსოფლიო რეიტინგით 84-ე ადგილზე გადაინაცვლა.
-"ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ჩვენი ხელისუფლებისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია მედიის თავისუფლება, ვინაიდან სწორედ თავისუფალი მედიაა ქვეყნის დემოკრატიულად განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი საფუძვცლი"-განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა სასჯელაღსრულების სფეროში განხორციელებულ რეფორმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პატიმართა უფლებების აბსოლუტურად დაცულია.