ივერიონი / სტრასბურგი ვანო მერაბიშვილის ბედით დაინტერესდა

სტრასბურგი ვანო მერაბიშვილის ბედით დაინტერესდა

   ვანო მერაბიშვილი სტრასბურგის სასამართლოს მისი უფლებების დაცვას სთხოვს. ინფორმაციას ადვოკატი ოთარ კახიძე ავრცელებს.

   მისი თქმით, ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოში განაცხადი უკვე დარეგისტრირებულია.

ევროპული სასამართლო ახლა პროკურატურის მასალების მიღებას ელოდება, რომელიც საგამოძიებო ორგანომ უახლოეს თვეებში უნდა წარადგინოს.

ოთარ კახიძის ინფორმაციით, ამის შემდეგ სტრასბურგის სასამართლო მხარეების მასალებს შეისწავლის.

   -"ვფიქრობ, რომ უახლოეს თვეებში ჩვენ გვექნება გარკვეული სიახლეები სტრასბურგიდან, ვინაიდან მთავრობასთან კომუნიკაცია უკვე დაწყებულია. მთავრობას განესაზღვრა ვადა 28 ივლისამდე, რომ წარმოედგინა მოსაზრებები.

   საქმე ეხება სტანდარტულად პატიმრობის შეფარდებას ""ნაციონალური მოძრაობის"" გენერალური მდივნისთვის"-განაცხადა ოთარ კახიძემ.

 

4-08-2014, 13:25
უკან დაბრუნება