ივერიონი / შსს-ს წარმომადგენლები ოფიციალური ვიზიტით მოლდოვის რესპუბლიკაში იმყოფებიან

შსს-ს წარმომადგენლები ოფიციალური ვიზიტით მოლდოვის რესპუბლიკაში იმყოფებიან

   როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსხური იუწყება,შსს-ს წარმომადგენლები ოფიციალური ვიზიტით მოლდოვის რესპუბლიკაში იმყოფებიან. ვიზიტი მიზნად ისახავს მოლდოვის რესპუბლიკის გამოცდილების გაზიარებას სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მე-2 ფაზის იმპლემენტაციის კუთხით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სამართალდამცავ უწყებებს შორის საერთაშორისო თანამშრომლობის, პერსონალური მონაცემების დაცვის, საზღვრის ინტეგრირებული მართვის, ორგანიზებული დანაშაულისა და ადამიანებით უკანონო ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის სფეროებში გამოცდილების გაზიარებას.

   ცნობილია, რომ ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები მოლდოვის შინაგან საქმეთა სამინისტროს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ეროვნული ცენტრის,    გენერალური პროკურორის ოფისის, ევროინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან.

 

4-08-2014, 13:45
უკან დაბრუნება