თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საკრებულოს კომისიის წევრებს თბილისის მთავრობის ახალ შემადგენლობასა და სამოქმედო პროგრამა წარუდგინა.
მისი თქმით, აღნიშნული პროგრამა ქალაქის სამომავლო განვითარებაზე და მის ეკონომიკურ-კულტურულ ცენტრად ქცევაზეა ორიენტირებული.
-"დღეს წარმოდგენილი იქნება თბილისის მთავრობის ახალი შემადგენლობა და წინასაარჩევნო პროგრამა, რომლითაც ჩვენ ნდობა გამოგვიცხადა თბილისის მოსახლეობამ. ეს არის პროგრამა, რომელიც მომავალ განვითარებაზეა ორიენტირებული და რომელიც თბილისს ეკონომიკურ-კულტურულ ცენტრად გადააქცევს და თითოეულ თბილისელს შეუქმნის საცხოვრებლად კომფორტულ გარემოს შეუქმნის. დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს წევრებს მე ასევე წარვუდგენ ჩემს მოადგილეებს და მათ შეკითხვებს გავცემ პასუხებს." - განაცხადა თბილისის მერმა.
ნარმანიამ აქვე დასძინა:-"მოქმედი კანონმდებლობით და წესების დაცვით, წინასწარი შეთანხმება არ არის საჭირო საკრებულოსთან მთავრობის შემადგენლობაზე, მით უმეტეს ოპოზიციასთან. მე საჭიროდ არ ჩამითვლია მათთან მოლაპარაკება მქონოდა ამ თემაზე. ჩვენს მიერ წარდგენილი კანდიდატები 10 თავით მაღლა დგანან იმ ადამიანებზე, ვინც მათი მმართველობის დროს და ოდესმე დასახელებულა ამ თანამდებობებზე".