სექტემბერში დაგეგმილ ნატოს სამიტზე შეხვედრები დაგეგმილია აღმასრულებელი ხელისუფლების პრაქტიკულად ყველა წარმომადგენელთან, – ამის შესახებ პარლამენტარმა ფრაქცია "ქართული ოცნება – თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარემ ირაკლი ჩიქოვანმა ამბასადორიალზე ყოფნისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გააცნობს დეტალურ გარემოებებს ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ.
-"შეხვედრები დაგეგმილია აღმასრულებელი ხელისუფლების პრაქტიკულად ყველა წარმომადგენელთან, როგორც ეკონომიკური, უსაფრთხოების, ასევე საგარეო პოლიტიკური ბლოკის წევრებთან. აქედან გამომდინარე, კიდევ ორი უწყების ხელმძღვანელი ჩვენი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გააცნობს კონკრეტულად და დეტალურად იმ გარემოებებს, რა მდგომარეობაც არის ქვეყანაში ამა თუ იმ მიმართულებით".