ივერიონი / ნინო მეტრეველი:-"დღეს მთელი ,,საქოცეთი" ტუფლებიდანაა ამომხტარი..."

ნინო მეტრეველი:-"დღეს მთელი ,,საქოცეთი" ტუფლებიდანაა ამომხტარი..."

   "რეაქციაში" შალვა ნათელაშვილის ჩართვამ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. პარტიის ლიდერის გუშინდელი გამოსვლა პოლიტიკურ მასტერკლასად შეაფასა პარტიიის ანალიტიკური სამსახურის უფროსმა ნინო მეტრეველმა და "ივერიონთან" საუბარში განაცხადა:

   -,,რეაქციაში" შალვა ნათელაშვილის გამოსვლა პოლიტიკური მასტერკლასი იყო. ძალიან ემწარათ მუდმივად სავარძლების მაძებარ ბიჭებს სიმართლის მოსმენა. მთავრი ისაა, რომ სიმართლე დაუმარცხებელია, ისევე როგორც შალვა ნათელაშვილი. დღეს მთელი ,,საქოცეთი" ტუფლებიდანაა ამომხტარი. ასე იყო "ნაცმოძრაობა" თავის დროზე, თუმცა რა გასაკვირია, ეს ,,ტუფლებიდან ამომხტრებიც" ყოფილი ნაცები არ არიან? 

   -ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატმა, ზვიად კვაჭანტირაძემ, სოციალურ ქსელში "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერს, შალვა ნათელაშვილს მიმართა, რა კომენტარს გააკეთებდით ამაზე?

   -ზვიად კვაჭამნტირაძის მიერ პატრონის საამბელად გამოთქმულ ვითომ აზრზე კომენტარის გაკეთება არ ღირს, მაგრამ რახან მკითხეთ გიპასუხებთ. ვინაა ეგ კაცი საქართველოს აბსოლიტურმა უმრავლესობამ არ იცის, იმიტომ რომ ის მუდამ საკუთარ კეთილდღეობისთვის არსებობდა. როცა შალვა ნათელაშვილი შევარდნაძის მაფიოზურ კლანებს ებრძოდა, კვაჭანტირაძეების გვარის ეს უსახური წარმომადგენელი მის კანცელარიაში მუშაობდა. როცა ჩვენ სააკაშვილის წინააღმდეგ ვიბრძოდით, ეგ კაცი გენერალური კონსული იყო სტანბულში 2009 წლამდე ანუ როცა ბედნიერი იჯდა აქ გირგვილინის და რობაქიძის მკვლელობების, 7 ნომებრის და აგვისტოს ომის დროსაც. იგივეს გააკეთებს და სხვაგან გადაბანკდება, როგორც კი ,,ოცნებას" საფრთხე შეექმნება. ისე, კვაჭანტირაძის დაბადება მართლა შეცდომა იყო და მის ბებიაექიმს რომ სცოდნოდა რა გაიზრდებოდა, მართლა აბორტს გაუკეთებდა მის დედას. 

 

        როგორია შალვა ნთელაშვილის რეაქცია

 

 

   ცნობისთვის, ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი, ზვიად კვაჭანტირაძე, სოციალურ ქსელში "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერს, შალვა ნათელაშვილს მიმართავს (სტილი დაცულია):

"პრემიერ-მინისტრად რომ დაპატიჟე ბიძინა ივანიშვილი და სასაცილოდ არ ეყო არავის, მაშინ ბიძინას ფულებზე არ ოცნებობდი? გათახსირებული კაცი ხარ შენ შალვა!

მიშას რეალური შნირი ხარ მინიმუმ 15 წელია უკვე.

საზოგადოების ხორცმეტი ხარ და სიტყვას ვერ ბედავ მიშას წინააღმდეგ. შენ იყავი და რჩები ნაცების რეალურად დასმულ "შეურიგებელ ოპოზიციად". ყოველთვის კარგად გრძნობდი თავს და დღესაც ფუფუნებაში ცხოვრობ. არამზადა და ნაძირალა ხარ, არასდროს გამილანძღიხარ ხმამაღლა, მაგრამ დღეს პირველად და საბოლოოდ ვიტყვი _ შენნაირებზე ხომ არაა ნათქვამი, რომ შენს გაჩენას ჯობდა აბორტი გაეკეთებინა დედაშენსო? ბოდიში ჩემს მეგობრებს და ყველას, თავი ვერ შევიკავე. ახლა კი უკვე მეცინება ამ ჯოკერის ბოდვებზე", _ წერს კვაჭანტირაძე

 

4-08-2014, 15:03
უკან დაბრუნება