მთავრობის კანცელარიაში საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს რიჩარდ ნორლანდისა და პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის სეხვედრა მიმდინარეობს.
შეხვედრის დაწყებამდე ელჩს კომენტარი არ გაუკეთებია.
დღესვე ბიძინა ივანიშვილს მთავრობის წევრებთან სეხვედრაც აქვს დაგეგმილი. ის უკვე შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძეს, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას, სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით კირვალიძეს და ასევე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ დავით საგანელიძეს.
ელჩთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, 15:00 საათზე მთავრობის სამუშაო სხდომა გაიმართება.