ივერიონი / როგორ დასრულდება 17 აგვისტო კალინინგრადისა და ნოვოსიბირსკისთვის?

როგორ დასრულდება 17 აგვისტო კალინინგრადისა და ნოვოსიბირსკისთვის?

   ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად ვრცელდება მოწოდებები და პროკლამაციები კალინინგრადის "სახალხო რესპუბლიკის" შექმნის შესახებ. კალინინგრადის მოსახლეობა რუსეთის შემადგენლობიდან გასვლას ითხოვს, სწორედ ამიტომ გავრცელებული ინფორმაციით 17 აგვისტოს ტარდება აქცია ლოზუნგით – "გვეყო მოსკოვის გამოკვება". პროკლამაციაზე გამოსახულია "რესპუბლიკის" დროშაც, რომელსაც ლიტვის დროშის ფერები აქვს.

    სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციით სწორედ 17 აგვისტოს ნოვოსიბირსკში დაგეგმილია ანალოგიური ხასიათის აქცია – "მარში ციმბირის ფედერალიზაციის მოთხოვნით".

   როგორც ირკვევა, აქციის ორგანიზატორებმა შეგნებულად აირჩიეს ეს დღე, რათა ჩატარდეს ორი აქცია ერთი მოთხოვნით.

   ძნელი დასაჯერებელია, რომ რუსეთმა დათმოს საპორტო ქალაქი და კალინინგრადის "სახალხო რესპუბლიკის" შექმნის იდეა ასე ადვილად მიიღოს, თუ გავიხსენებთ ამ ქალაქის ისტორიასაც, მაშინ ეჭვი არ უნდა გვეპარებოდეს, რომ რუსეთი არ დაუშვებს თავისი შემადგენლობიდან ერთ დროს გერმანული ქალაქის კენიგსბერგის გასვლას.

   ცნობისთვის, კალინინგრადი ქალაქს 1946 წელს დაერქვა.

 

5-08-2014, 09:08
უკან დაბრუნება