ივერიონი / კინოლოგიური პროექტის მიზანია ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა

კინოლოგიური პროექტის მიზანია ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა

   შსს-ს ოპერატიული დანაყოფი, აშშ-ს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროს (INL) მიერ დაფინანსებული კინოლოგიური პროექტის (K9) ფარგლებში, სარფის სასაზღვრო გამტარ პუნქტში ნარკოტიკების აღმოჩენის საკითხებზე სამომსახურეო ძაღლებთან ერთად იმუშავებს.

 

   კინოლოგიური პროექტის მიზანია ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა, რაც საქართველოს შსს-ს განვითარების მოკლევადიანი სტრატეგიის ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხს წარმოადენს. პროექტის ფარგლებში, შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროების წარმომადგენლებისგან შეიქმნა ოპერატიული დანაყოფი, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნარკოტიკული საშუალებების აღმოჩენის საკითხებზე სამომსახურეო ძაღლებთან ერთად მუშაობს. ორივე უწყებისთვის შეძენილია 5 სამომსახურეო ძაღლი. ოპერატიული დანაყოფის წევრებმა, აღნიშნულ სამომსახურეო ძაღლებთან ერთად, ამერიკის შეერთებულ შტატებში წარმატებით გაიარეს რვა კვირიანი მომზადების კურსი, ასევე გაეცნენ თურქეთის რესპუბლიკაში არსებულ სისტემას.

 

   ამ ეტაპზე სამომსახურეო ძაღლები, დანაყოფის წევრებთან ერთად, ყოველდღიურად გადიან მომზადებას შინაგან საქმეთა სამინისტროს კინოლოგიური სამსახურის ბაზაზე და თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.

 

   ოპერატიული დანაყოფი ნარკოტიკების აღმოჩენის საკითხებზე პერიოდულად სხვადასხვა გამტარ პუნქტებში იმუშავებს.

5-08-2014, 09:42
უკან დაბრუნება