არასამთავრობო ორგანიზაციის "გზა აფხაზეთისკენ" დამფუძნებელი კახა შამათავა კაზანტიპის ფესტივალის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჯს ეხმიანება და ამბობს:
-"კაზანტიპის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი ჩაივლიდა სხვადასხვა მოსაზრებების ჭიდილის ფონზე, სატელევიზიო თუ სხვა სახის რეპორტაჟების გასვლის შემდეგ, საზოგადოება იწყებს მათ განხილვას სოციალურ ქსელებში, ესეც ჩვეულებრივი მომენტია, მაგრამ, გამაოგნებელია ზოგიერთი საჯარო ან სამოქალაქო პირების ოფიციალური თუ არაოფიციალური გამონათქვამები, რომლებიც ეხება აფხაზეთს, თითქოსდა აფხაზეთი დავკარგეთ ასეთი გარყვნილების შედეგად ან რატომ გვიკვირს აფხაზეთის დაკარგვა ამ ხალხის შემხედვარე!
ბატონებო! ძალიან ფრთხილად იყავით აფხაზეთის დაკარგვის თემაზე საუბრისას, ჩვენთვის, აფხაზეთელებისთვის ძალიან მძიმე თემაა, არ ვიცი თუ ვიღაცეებს აწყობს კაზანტიპთან აფხაზეთის დაკარგვის თემის მიბმა ან გაიგივება, ესე იგი ვიღაცამ სახიფათო თამაში უკვე წამოიწყო, თუ ეს უბრალოდ უვიცი ხალხის ნაბოდვარია, მაშინ ნათელია ჩვენს მიმართ დამოკიდებულება, წლებია ვერ გავხდით მათთვის მოსაწონები...
ახლახანს აზერბაიჯანელმა ტაქსის მძღოლმა მითხრა-"ააა, ტი ლტოლვილი, ახ ტი ბედნი ჩელოვეკ"-ამას მეუბნება მე, ქართველს, აქიდან დასკვნა, თუ დევნილების მიზანმიმართული გაღიზიანებაა გადაწყვეტილი, ეს გამოუვათ, წლების განმავლობაში დაგროვილი სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური სტაგნაციის ფონზე, მაგრამ შედეგებზე დაფიქრდით ბატონებო, შედეგები კი მძიმე იქნება".