ივერიონი / კახა კოჟორიძე:-"პრემიერის განცხადება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ტენდენციურები არიან, სწორი არ არის"

კახა კოჟორიძე:-"პრემიერის განცხადება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ტენდენციურები არიან, სწორი არ არის"

   ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, სამოქალაქო სექტორიც ხშირად სამწუხაროდ ავლენს ტენდენციურობას და მიკერძოებულობას. 

მისი თქმით, აუცილებელია, მთავრობას, სამოქალაქო სექტორსა და მედიას შორის აქტიური კომუნიკაცია, რათა ხარვეზებზე დაუფარავად საუბარი მოხდეს. 

   -"თუ გვინდა თანამედროვე და ძლიერი სახელმწიფო ავაშენოთ, არ უნდა მოვერიდოთ ერთმანეთის კრიტიკას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

   პრემიერის ამ განცხადებას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე კახა კოჟორიძე გამოეხმაურა და განაცხადა:

   -"პრემიერ-მინისტრის განცხადება იმის შესახებ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ტენდენციურები არიან, სწორი არ არის. ასეთი ფრაზები უნდა იყოს კონკრეტული ფაქტებით გამყარებული, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ამის შესახებ თავად პრემიერი საუბრობს. მართლა საჭიროა მეტი კომუნიკაციები, თუმცა ეს კრიტიკა ამ შემთხვევაში "ჩვენი ბრალით" გამოწვეული არ არის".

 

5-08-2014, 11:10
უკან დაბრუნება