იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, არის ოთხი დამატებითი ქვეყანა, რომელიც საქართველოს რეფორმების ექსპორტს გეგმავს.
"არის ოთხი დამატებითი ქვეყანა, რომელიც საქართველოს რეფორმების ექსპორტს გეგმავს"- ამის შესახებ წულუკიანმა ამბასადორიალზე ელჩებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მინისტრმა ელჩებს საქართველოში გატარებული რეფორმების შესახებ გააცნო ინფორმაცია. საუბარი შეეხებოდა ბოლო 12 თვის განმავლობაში მართლმსაჯულების რეფორმის მეორე ტალღას და ა.შ.
ცნობისთვის, ამბასადორიალი სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" ამ წუთებშიც მიმდინარეობს.