ივერიონი / ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე სააკაშვილსა და მერაბიშვილს ბრალი წაეყენათ

ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე სააკაშვილსა და მერაბიშვილს ბრალი წაეყენათ

   ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და შს ყოფილ მინისტრ ვანო მერაბიშვილს ბრალი წაეყენათ. ამის შესახებ მთავარ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

   "პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილზე 2005 წელს მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის და მისი ცემის საქმეზე მხილებულ იქნენ ამ დანაშაულის ორგანიზატორი პირები - საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და შს ყოფილი მინისტრი ივანე მერაბიშვილი. აქედან გამომდინარე, პროკურატურის მიერ გამოტანილ იქნა დადგენილება სააკაშვილისა და მერაბიშვილის ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემის შესახებ", - განაცხადეს უწყებაში.

 

5-08-2014, 12:16
უკან დაბრუნება