გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, პან გი მუნმა მთიან ყარაბახში კონფლიქტის დაწყების გამო შეშფოთება გამოთქვა და აზერბაიჯანს და სომხეთს ძალადობისგან თავის შეკავებისისკენ და ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების შესრულებისკენ მოუწოდა.
აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, რეგიონში სიტუაციის გამწვავების მიზეზი 12 აზერბაიჯანელი ჯარისკაცის მკვლელობა გახდა. 4 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ორმხრივი სროლისას 25 წლის სომეხი ჯარისკაცი დაიღუპა.
შეგახსენებთ, რომ მთიანი ყარაბახი, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს ავტონომიური რეგიონი იყო და 1990-იანი წლების შემდეგ რაც აზერბაიჯანმა და სომხეთმა დამოუკიდებელობა მოიპოვა, სადაო ტერიტორია გახდა.