ივერიონი / მაია ფანჯიკიძე:-"ჯაფარიძემ შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოს დიპლომატიურ კორპუსს"

მაია ფანჯიკიძე:-"ჯაფარიძემ შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოს დიპლომატიურ კორპუსს"

   საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლის ზურაბ ჯაფარიძის ელჩებისთვის მიცემულ რეკომენდაციებს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე გამოეხმაურა და განაცხადა:

   -"დღევანდელ შეხვედრაზე მოვიწვიეთ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე, თუმცა ის საქართველოში არ იმყოფება და მის ნაცვლად შეხვედრას ესწრებოდა ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც ისეთივე პატივისცემით მივიღეთ, როგორც სხვა პანელისტები. მასაც მივეცით გამოსვლის საშუალება, რომელიც საკმაოდ არაკორექტული იყო. არასწორი ინფორმაციებით და არასწორი ბრალდებებით, მაგალითად, უკრაინასთან და რეფორმებთან მიმართებაში. ამის შესახებ იქ მას პასუხები გაეცა, მაგრამ პანელის მიმდინარეობისას მოგვივიდა ცნობა, რომ მანამდე გააკეთა განცხადება და უბრალოდ , შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოს დიპლომატიურ კორპუსს და თქვა, რომ საქართველოს ელჩები არ უნდა იქცეოდნენ ისე, როგორც რუსეთის ელჩი გაერო-ში ჩურკინი. ეს რომ ჩვენ მანამდე გვცოდნოდა, შესაბამისი რეაქცია გვექნებოდა." 

 

5-08-2014, 13:22
უკან დაბრუნება