ივერიონი / გურამ ოდიშარია სახალხო დიპლომატიის გზით იმუშავებს

გურამ ოდიშარია სახალხო დიპლომატიის გზით იმუშავებს

   გურამ ოდიშარიას განცხადებით, იგი სახალხო დიპლომატიის გზით იმუშავებს და პრემიერისთვის კონფლიქტის ზონაში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის.

 

   ოდიშარია ამბობს, რომ აქამდე საქართველოს მთავრობაში არ არსებობდა მსგავსი პოზიცია. იგი პრემიერ-მინისტრისთვის წერს კონცეფციას, თუ როგორი უნდა იყოს სახელმწიფოს პოლიტიკა კონფლიქტის რეგიონებში:

 

   -"სანამ მინისტრად დამნიშნავდნენ, 17 წელი ვიყავი სულ მომლაპარაკებელი. ჩავდიოდი ხშირად ცხინვალში და უფრო სოხუმში. იქ ვარ დაბადებული. ასე რომ  ის კავშირები, რაც მაქვს ამ მიმართულებით უნდა გამოვიყენო. ვუწერ კონცეფციას პრემიერს და ეს იქნება მიმართული დიალოგზე. ყურადღება იქნება მიქცული სახალხო დიპლომატიაზე, მერე კიდევ ჩემი პირადი ნაცნობობა მაქვს მერე რაც შეიძლება უფრო მეტი ობიექტური ინფორმაცია. რა ვითარებაა, როგორი მდგომარეობაა. ხშირად რადიოთი და ტელევიზიით ინფორმაცია არ არის სწორი, აცდენილია რეალობას."

 

   კულტურის ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ იგი აუცილებლად გამოიყენებს იმ გამოცდილებას, რომელიც მინისტრად მუშაობის 2 წლიან პერიოდში დააგროვა:

 

   "კულტურას საზღვრები არ აქვს და ასეთ სიტუაციაში არის ძალიან დიდი დამხმარე."

 

   პრემიერის მრჩეველი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილსა და რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველ ზურაბ აბაშიძესთან თანამშრომლობას გეგმავს.

 

   შეგახსენებთ, რომ გურამ ოდიშარია 2012-2014 წლებში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის თანამდებობას იკავებდა. ოდისარია 2014 წლის 22 ივლისს პრემიერის გადაწყვეტილებით თანამდებობიდან დაითხოვეს

 

5-08-2014, 13:36
უკან დაბრუნება