ზურაბ ჯაფარიძის ელჩებისადმი მიცემულ რეკომენდაციებს და განცხადებას საპარლამენტი ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, გიორგი ვოლსკი გამოეხმაურა და განაცხადა:
-"ზურაბ ჯაფარიძე იქნება, თუ სხვა ვინმე, განცხადებას არ აკეთებენ ისეთს, რომელიც ობიექტურობაზე, ან კეთილ სურვილებზე იქნება დამოკიდებული. სრული პასუხისგებლობით უნდა ვთქვა, იშვიათი გამონაკლისების გარდა, არ არსებობს განცხადება, რომელიც პოლიტიკურად ანგაჟირებული არ იქნება და პოლიტიკურად ანგაჟირებულის - საკმაოდ არასასიამოვნო სუნი არ ასდის!"
არ ვთვლით, რომ ჩვენს ოპონენტებს, რაც არ უნდა გამაღიზიანებლად საუბრობდნენ, მოვკიდოთ ხელი და ძალისმიერი ზომები გავატარით, როგორც ეს სააკაშვილს სჩვეოდა, თუმცა, პოპულატულია ასეთი დამოკიდებულებები, თავადაც იციან და თვლიან, რომ რაც უფრო ხმამაღალ შეტევას განახორციელებენ და საპასუხოდ დამამცირებელ სიტყვას ეტყვი, საზოგადოება გულს მოიფხანს.
ზურაბ ჯაფარიძე, პოლიტიკურ თამაშებს ეწევა, ელჩების მოვალებაცაა და მათ ზუსტი ინფორმაციაც ჩამოაქვთ ყველა ქვეყნიდან, ამის თაობაზე მეც ვიცი და არ არის შენიშვნები, რომლებიც თითის ქნევის და მუშტის ბრახუნის შინაარსის შემცველი იყოს. კარგი დამოკიდებულება აქვთ საქართველოს პოლიტიკის მიმართ".