ივერიონი / სასჯელაღსრულების დაწესებულებების დირექტორები თანამდებობიდან გათავისუფლდნენ

სასჯელაღსრულების დაწესებულებების დირექტორები თანამდებობიდან გათავისუფლდნენ

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების  ახალმა მინისტრმა სოზარ სუბარმა სასჯელაღსრულების ხუთი დაწესებულების დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლა.


საკადრო ცვლილებები დაწესებულებების სხვა  ხელმძღვანელ პირებს ამ ეტაპზე არ შეეხება და ისინი ჯერჯერობით სისტემაში დარჩებიან.  ამის შესახებ სასჯელარსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა N1 დაწესებულების მონახულების შემდეგ  განაცხადა.


როგორც სუბარმა აღნიშნა, შესაძალოა, კიდევ შეიცვალოს რამდენიმე ციხის დირექტორი.


ამასთან, მინისტრის თქმით, გიორგი ტუღუში მინისტრობის დროს ციხის ძველი დირექტორებიდან ყველა დათხოვილია.


მინისტრის ინფორმაციით, მისი მოადგილეების დამტკიცება დღეს ან ხვალ იგეგმება.


სოზარ სუბარის მოადგილეები იქნებიან გიგა გიორგაძე, სოფო ჯაფარიძე და ირაკლი წერეთელი. ეს უკანასკნელი  სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებშია ნამუშევარი, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროში.

29-10-2012, 15:28
უკან დაბრუნება