ივერიონი / "მთელი საქართველო რომ გავბოზდეთ, ბიუჯეტს ვერ შევავსებთ"-კაზანტიპი გარყვნილების დემონსტრაცია!"

"მთელი საქართველო რომ გავბოზდეთ, ბიუჯეტს ვერ შევავსებთ"-კაზანტიპი გარყვნილების დემონსტრაცია!"

   ანაკლიაში კაზანტიპის მხარდასაჭერად გამართულ აქციაზე მოსახლეობაში ისმოდა ფრაზები:

   -დედაქალაქში მეტი გარყვნილება ხდება და მღვდლებმა თუ ანაკლიაში ჩასვლა გაბედეს მათ "თავებს დაუტეხავენ".

   -"სესხი აიღო ხალხა სახლის გასარემონტებლად. ყველაფერი განვაახლეთ, ამაში ფული დავხარჯეთ და კაზანტიპი რომ არ ჩატარდეს არ შეიძლება"

    -"მღვდლებმა აქციები თბილისში საროსკიპოების წინ ატარონ".

   მართლაც, რა მოხდება 14 აგვისტოს აქცია რომ ჩატარდეს? გაიწევს თუ არა მოსახლეობა სასულიერო პირებზე და მიაყენებენ თუ არა მათ ფიზიკურ თუ სიტყვიერ შეურაცხყოფას? რა მოყვება ყველაფერ ამას?

   "ივერიონი" "ეროვნულ-ახალგაზრდული მოძრაობის" შემქმნელს გიორგი გაბედავას გაესაუბრა.

 

   -გიორგი, შენ როგორც ეკლესიის და ეროვნული ღირებულებების დასაცავად "ეროვნულ ახალგაზრდულ მოძრაობის" შემქმნელს, რა კომენტარის გაკეთება შეგიძლია კაზანტიპის ჩატარების მომხრე მოსახლეობის განცხადებაზე-დედაქალაქში მეტი გარყვნილება ხდება და მღვდლებმა თუ ანაკლიაში ჩასვლა გაბედეს მათ  "თავებს დაუტეხავენ". როგორ ფიქრობ, ხომ არ გახდება ეს ფესტივალი მოქალაქეთა დაპირისპირების მიზეზი?

   -გარყვნილება თბილისში კი არა ყველგან ხდება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს გარყვნილებას ზეიმი მოვუწყოთ, ეს არ არის სწორი მიდგომა. ეკონომიური მდგომარეობა მოჰყავთ არგუმენტად ამ ფესტივალის ჩასატარებლად, რაც არასწორია!

მეძავობაც ეკონომიურ მდგომმარეობასთან არის დაკავშირებული და არა სიამოვნებასთან, არც ერთი მეძავი სიამოვნების გამო არ ვაჭრობს სხეულით, ამას არ აქვს გამართლება.

   კაზანტიპი არის გარყვნილების დემონსტრაცია!

   საქართველოში იყო პერიოდი,  რომ ეკლესიაში 2 ადამიანი იყო დარჩენილი და მთელი ქვვეყანა ურწმუნოებაში იყო,  იმ ორ ადამიანზე იდგა საქართველო, ბერებზე მაქვს საუბარი, იოანე და გიორგი მხეიძეებზე,  ასე რომ  გაჭირვებით გაბოროტებული რამდენიმე ადამიანი არ არის საშიში ეკლესიისთვის, ერთი ფრაზა გამახსენდა ერთ-ერთი გადაცემიდან : "მთელი საქართველო რომ გავბოზდეთ, ბიუჯეტს ვერ შევავსებთ"_ო, არ მახსოვს რესპოდენტის ვინაობა, მაგრამ უფროსი კაცი იყო, ასე რომ  მაგას გამართლება არ აქვს!

 

6-08-2014, 00:54
უკან დაბრუნება