ივერიონი / ნიკა რუსიშვილი:-"დაპირისპირება რომ არ მოხდეს, სასულიერო პირები ანაკლიაში არ უნდა ჩამოვიდნენ!"

ნიკა რუსიშვილი:-"დაპირისპირება რომ არ მოხდეს, სასულიერო პირები ანაკლიაში არ უნდა ჩამოვიდნენ!"

   "კაზანტიპის" ტრანსპორტის მინისტრი ნიკა რუსიშვილი სასულიერო პირებს სთხოვს ანაკლიაში არ ჩავიდნენ. რუსიშვილის განცხადებით სასულიერო პირების ანაკლიაში ჩასვლამ შესაძლოა დაპირისპირება გამოიწვიოს.

 

   "დაპირისპირება რომ არ მოხდეს, ვთხოვოთ აქედან რომ არ ჩამოვიდნენ. ჩვენი შეკრებიც მიზანიც სწორედ ეს არის. ძალიან ბევრ სტუმარს ველოდებით. ძალიან ბევრმა ხალხვა, ძალიან ბევრი იმედი ააგო იმაზე, რომ ბევრი ხალხი რომ ჩამოვა ბევრ ფულს ვიშოვითო. სანამ არ ვიშოვით ბევრ ფულს, ფეხზე ვერ დავდგებით. მთელი საქართველო ხეირობს ამ ყველაფრით,"-აცხადებს ნიკა რუსიშვილი.

   კაზანტიპის ტრანსპორტის მინისტრი ანაკლიაში მუსიკალური ფესტივალის ჩატარებას ზუგდიდისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მოვლენად მიიჩნევს.

 

   "თუ ახლა "კაზანტიპი" არ ჩატარდა ანაკლიაში, 30 წელიწადი ზუგდიდის რაიონი მკვდარია. ჩვენი მთავარი მოტივაცია სწორედ ის არის, რომ ანაკლია სერიოზული ტურისტული ზონა უნდა გახდეს. სწორედ იმისთვის გაკეთდა ყველაფერი, რომ აქაურობა განვითარებულიყო"-აცხადებს "კაზანტიპის" ტრანსპორტის მინისტრი.

 

   წყარო: http://www.smoge.org/

 

 

6-08-2014, 09:18
უკან დაბრუნება