"მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის" თავმჯდომარე პეტრე მამრაძე ამბობს, რომ სააკაშვილისადმი წაყენებული ბრალდებები უფრო მეტი და მძიმე უნდა იყოს და იხსენებს იმ 10 ბრალდებას, რომელზეც ექს-პრეზიდენტი პროკურატურაში იყო დაბარებული.
-"მეორე მხარეა რამდენად დაცულია პროცესიონალური ნორმები, ეს სპეციალისტების გადასაწყვეტია და უნდა ითქვას, რომ ეჭვებიც არსებობს. ვისურვოთ, რომ ამჟამად სამართალდამცველებმა შეძლონ იურიდიულად დასაბუთებული ბრალდებები წარადგინონ, ჩემი აზრით, ძალიან კარგია ვალერი გელაშვილის საქმეც რომ წამოიწია, რადგან თავიდანვე ცხადი იყო ამ დანაშაულში ხელისუფლების როლი"
მამრაძის განცხადებით ახალმა ხელისუფლებამ ვერ მოახერხა ვერც ერთი დამნაშავის ექსტრადირება საქართველოში და პროკურატურის წარმომადგენლები უსუსურზე უფრო უსუსურები ჩანდნენ.
-"ახალ ხელისუფლებას რომ გამოეჩინა კეთილი ნება და გამოყენებულიყო "ჩაერთვეს" მექანიზმი, საქმე წინ წავიდოდა. სააკაშვილმა ქვეყანა დატოვა ჯერ კიდევ მაშინ, სანამ მარგველაშვილის ინაუგურაცია მოხდებოდა და უფლებამოსილება უკვე ქვეყნის გარეთ შეუწყდა. გარდა ამისა, მორატორიუმის გამოცხადება იყო პრემიერის მხრიდან ანტიკონსტიტუციური ნაბიჯი, ცალკე თემაა "რემენას" ტესტი, ეს ძალიან ცუდია, როცა დასტურდება, რომ კანონიერი ქურდი თბილისშია და მერე ქრება და საერთოდ, სამართლიანობის აღდგენის პროცესის დაგვიანება აფერხებს შემდგომ ნაბიჯებს".