არასამთავრობო ორგანიზაციები "ახალგაზრდები ახალგაზრდობისა და მომავლისათვის", "მსაჯავრდებულთა იურიდიული დახმარების, ჯანდაცვისა და შემდგომი რესოციალიზაციის ცენტრი", "საკუთრების უფლებადამცველთა გაერთიანება", "საქართველოს ახალგაზრდობის განვითარების კავშირი" და "სამოქალაქო მრჩეველთა საზოგადოებრივი საბჭო" პრემიერ მინისტრის არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრაზე დასწრებას ითხოვენ და ამბობენ, რომ ქვეყანაში ნამდვილად არიან მიკერძოებული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო ტენდენციურობას იჩენენ.
გრიგოლ გაგნიძის თქმით-"ე.წ კოჰაბიტაციამ ჩიხში შეიყვანა საზოგადოების მტავარი დაკვეთა-სამართლიანობის აღდგენა, მაგრამ კარგია, რომ გაერომ შესაბამისი რეკომენტადიები გასცა და ხელისუფლებას ხელი ეხსნება ამ პროცესის დასაწყებად და სწრაფი ტემპით წასაყვანად. უკვე აღარ იქნება მანიპულაციები პოლიტიკური დევნის განცხადებებით და შესაძლებლობა იქნება წინა ხელისუფლების დამნაშავე წარმომადგენლების დაკავება. ჩვენ ვითხოვთ ზურაბ ჟვანიას საქმის დეტალების გასაჯაროვებას და საქმის ბოლომდე მიყვანას. ვიცით, რომ აღნიშნულ საქმესთან მიმართებაში პროკურატურას უნდოდა სააკაშვილის დაკითხვა, რაც არ მოხერხდა და იმედია ახლა მაინც იქნება შესაძლებელი ამ საქმეზე ფარდის ახდის".
ალექსანდრე ახალკაცი და მამუკა ტუსკაძე აცხადებენ, რომ საჭიროა მოხდეს არასამთავრობოების დიფერენციაცია და შეფასდეს მათი საქმიანობა.