ივერიონი / შემოსავლების სამსახურს აზერბაიჯანის საბაჟომ წერილი გამოუგზავნა

შემოსავლების სამსახურს აზერბაიჯანის საბაჟომ წერილი გამოუგზავნა

   ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა: მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს, რომ აზერბაიჯანის მიერ დაწესებული რეგულაციები მანქანებთან დაკავშირებით, უფრო გასაგები გახდეს. 

   -"ჩვენ მივიღეთ წერილი, რომელიც აზერბაიჯანის საბაჟომ გამოუგზავნა ჩვენს შემოსავლების სამსახურს. იქ არის გაფრთხილება. ჩვენი შემოსავლების სამსახურმა დავალება მიიღო, რომ საგარეო საქმეთა, ეკონომიკის და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად დაიწყოს მოლაპარაკებები, რათა უფრო ნათელი გახდეს ის რეგულაციები, რომლის შემოღებასაც აზერბაიჯანი აპირებს", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

 

6-08-2014, 12:37
უკან დაბრუნება