ივერიონი / დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების გასაუმჯობესებლად, სამინისტრო სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებს

დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების გასაუმჯობესებლად, სამინისტრო სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებს

   დევნილთა და განსახლების  სამინისტრო,  დევნილთა გრძელვადიანი  განსახლების  პროექტის  პარალელურად, მუდმივად ზრუნავს  მათი საყოფაცხოვრებო პირობების  გაუმჯობესებაზე. ამ მიმართულებით,  სამინისტრო  აქტიურად  თანამშრომლობს თვითმმართველობის  ორგანოებთან როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.

  სამინისტროსა და  გამგეობის  თანადაფინანსებით, თბილისში, დევნილთა  ჩასახლებაში ამ  ეტაპზე   სხვადასხვა ტიპის  სამუშაოები  მიმდინარეობს: რეაბილიტაცია უტარდება  8 ობიექტის  სახურავსა და  2 კორპუსის  სადარბაზოს,  5 ობიექტზე იცვლება  წყალსაწრეტი მილები.  გასული  ერთი  კვირის  განმავლობაში,  დევნილთა და  განსახლების  სამინისტრომ   თბილისში, ჯამში, 40 757 ლარის  ღირებულების  სარეაბილიტაციო  სამუშაოები  დააფინანსა. 

    დევნილთა  და განსახლების  სამინისტროს  დაფინანსებით,  საყოფაცხოვრებო პირობების გასაუმჯობესებლად, ასეთი  სამუშაოები  რეგიონებშიც მიმდინარეობს.  სოფელ მარტყოფში  სარემონტო  სამუშაოები  უტარდება  თავშესაფრის მაძიებელთა ცენტრის  გარე    წყალსადენ სისტემას. თეთრწყაროში,  ფარნავაზ მეფის  ქუჩაზე  მდებარე  რეაბილიტირებულ  ობიექტზე  წყალარინების (საკანალიზაციო  სისტემის)  ქსელის  გამართვის  სამუშაოები  მიმდინარეობს. გასული ერთი  კვირის განმავლობაში,  რეგიონში  დაფინანსებული სამუშაოების  ღირებულებამ,  ჯამში, 10945  ლარი  შეადგინა.

 დ   ევნილთა  ჩასახლებებში,  საყოფაცხოვრებო პირობების  გაუმჯობესების მიზნით,  სამინისტრო  სარეაბილიტაციო სამუშაოებს, მომავალშიც  აქტიურად  გააგრძელებს.

 

6-08-2014, 12:39
უკან დაბრუნება