თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, დედაქალაქის ბიუჯეტში ცვლილებებია შესატანი.
-"ბიუჯეტის რევიზია აუცილებელია. ჩვენ მოგვიწევს ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა და დამატებითი სახსრების მოძიება. ასევე, ერთი მუხლიდან მეორეში გადატანა, რათა წლის ბოლომდე კარგად გავიტანოთ თავი, რომ მომდევნო წლიდან მუშაობა სერიოზულად დავიწყოთ"-განაცხდა მერმა.