10 თვის ბარბარე რაფალიანცის ოჯახის წევრებს შს სამინისტროსა და კულტურის სამინისტროში დაჰპირდნენ, რომ საღამოს დაუკავშირდებიან.
რაფალიანცის ახლობლებმა ჩვილის გარდაცვალების გამოძიების მოთხოვნით დღეს ორივე უწყებასთან აქციები გამართეს და ამ დრომდე იქ იმყოფებიან.
გარდაცვლილის ახლობლებს შს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძესთან და კულტურის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილთან შეხვედრა უნდოდათ, თუმცა ორივე შეხვედრაზე უარი მიიღეს. ორივე უწყებაში გარდაცვლილის ოჯახის წევრების საკონტაქტო ნომრები ჩაიწერეს და საღამომდე დაკავშირებას დაპირდნენ.
-"ორი წელი გავიდა ჩემი შვილის მკვლელობიდან და ერთი ნათელი წერტილიც არ არის საქმეში. არსად არ წავალთ, არ გაგვცემენ პასუხს და სამი რაიონი ფეხზე დადგება. შიმშილს დავიწყებთ", - განაცხადა გარდაცვლილის დედამ.
წყარო:-frontnews.ge