ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველი ნიკო ნადირაშვილი სოციალური ქსელით საქართველოს მოსახლეობას მიმართავს და ამბობს, რომ კაზანტიპის ფესტივალის ჩატარება არ შეიძლება!
-"მოვუწოდებ ქართველ ერს!!!
ჩემო ძვირფასო თანამემამულენო, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ!!!...
რადგან ეჭვი მაქვს, რომ რუსეთს გადაწყვეტილი აქვს ამ ფესტივალით საქართველოში გამოიწვიოს მღელვარება და ქართველები დააჯახოს ფესტივალში მონაწილეებს...
საკმარისია რომელიმე რუსი ეროვნების ადამიანი დაშავდეს და რუსეთისათვის ეს იქნება მიზეზი დაიცვას თავისიანი... ეს იქნება უდიდესი მიზეზი!!!...
ამიტომ, ქართველი ერი ამ პროვოკაციას არ უნდა წამოეგოს!!!
აქციაც უნდა ჩატარდეს, პროტესტიც უნდა გამოვთქვათ, ოღონდ არამც და არამც ფიზიკური დაპირისპირება!!! არამც და არამც!!!! როგორც ჩანს სწორედ ესა აქვთ ჩაფიქრებული, არეულობა გამოიწვიონ სამეგრელოში და ამ მიზეზით შემდეგ დაიკავონ სამეგრელოც!!!!...
ამის მერე ნაციონალები წამოყოფენ თავს და ქართველ ერს ეტყვიან - ესეც ჩვენი ბრალიაო ???!!!... ამ ყველაფერს სწორედ რომ ნაციონალების ხელით ამზადებენ საქართველოში რათა საზოგადოება დაარწმუნონ დღევანდელი ხელისუფლების უმოქმედობასა და უუნარობაში!!! დარწმუნებული ვარ ამაში ხელს უწყობენ სამშობლოს გამყიდველი ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსებიც... როგორც დღევანდელი სახელისუფლებო ისე ოპოზიციური ძალებიდან!!! ... (თქვენ ჩემზე კარგად იცით ვინც შეიძლება იყვნენ ესინი...)
იმედი,ა რომ ახლა ყველასათვის გასაგებია ყველაფერი!!!...
ხოდა თუ გასაგებია ყველანი ვიყოთ ძალიან ფრთხილად, რომ არ წამოგვაგონ ქვეყნისათვის დამანგრეველ სახიფათო პროვოკაციებზე!!!...
აწი ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული თუ როგორ ავაცილებთ ჩვენს სამშობლოს მტრის მიერ ფარულად შემოგდებულ მყრალ გეგმებს!!!...
მოვუწოდებ ყოველ ანაკლიელს, სამეგრელოს ყოველ მკვიდრს, სრულიად საქართველოს - სანამ კიდევ არის დრო და ვიდრე ეს ფესტივალი არ დაწყებულა ყველანი გამოვიდეთ ქუჩაში და მშვიდობიანად დავგმოთ ეგ სატანური ფესტივალი, კატეგორიულად მოვთხოვოთ ხელისუფლებას არ ჩაატარებინოს მავანს აღვირახსნილობის დღეები საქართველოში!!!...
ფესტივალი თუ არ ჩატარდა მტრის მიზანი ვერ იქნება აღსრულებული!!!... ქართველმა ერმა თუ ეს ვერ შეძლო მაშინ არის დიდი საშიშროება, რომ მტერი გააქტიურდეს და საქართველომ კიდევ ერთი კუთხე დაკარგოს!!!...
იმედი მაქვს ყველანი მიხვდებით რაც გითხარით და ისე მოვიქცევით, როგორც ჭეშმარიტ ქართველთ შეგვეფერება!!!...
მჯერა ქართველი ერის გონიერებისა!!!...
ვწუხვარ, რომ ეხლა თქვენს გვერდით არ ვარ ფიზიკურად, მაგრამ მთელი ჩემი გონება, ჩემი სული და გული დღესაც საქართველოშია!!!
ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს ჩვენი თვალხატულა სამშობლო - საქართველო!!! ამინ!!!