საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე შვედი კოლეგის კარლ ბილდტის განცხადებას- "საქართველოს ხელისუფლება მართლმსაჯულების შურისძიების მიზნით გამოყენებით ევროპულ გზას ცდება და თავის ქვეყანას აზიანებს"-პოლიტიკურად ანგარიჟირებულს უწოდებს და ამბობს:
-"რადგანაც თუ არსებობს ერთის მხრივ, უდანაშაულობის პრეზუმფცია, რომლისკენაც ყველა მოგვიწოდებს და აბსოლუტურად ვეთანხმები, რომ ყოველთვის უნდა იყოს ეს დაცული, მეორეს მხრივ, არ შეიძლება, რომ მიმდინარე პროცესს მიანიჭო ასეთი ესა თუ ის კვალიფიკაცია. ბატონი ბილდტი მიმდინარე პროცესებს, რომელიც არ დამთავრებულა და არავინ არ იცის რა იქნება საბოლოო წერტილი, უკვე ანიჭებს კვალიფიკაციას, რომ ეს არის პოლიტიკურად ანგაჟირებული. ჩემი აზრით, ეს არ შეიძლება, რადგან ესეც გარკვეული ზეწოლაა, თუ გნებავთ სასამართლოზე და თუ გნებავთ მთელ პროცესზე. ჩვენი ამოცანაა, რომ ეს პროცესები იყოს გამჭვირვალე და არ დარჩეს არანაირი კითხვა პასუხგაუცემელი და რაც მთავარია, უზრუნველყოს ის, რომ კანონზე მაღლა არავინ დგას, რა თანამდებობაც არ უნდა ჰქონდეს მას წარსულში".
მაღალჩინოსნების განცხადებები უყურადღებოდ არ დარჩენია შოთა უტიაშვილს და წერს:
-"ალბათ, არც ერთ უცხელ დიპლომატს არა აქვს იმხელა დამსახურება საქართველოს წინაშე, რამდენიც კარლ ბილტს. სხვა რომ არაფერი, ბილტი რომ არა, არც აღმოსავლეთ პარტნიორობა იქნებოდა და არც ასოცირების ხელშეკრულება. ის ნამდვილად არ იმსახურებს იმას, რომ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა ასეთი სიტყვებით ლანძღონ. აშშ-ს მთავრობა და სენატორები, ევროკომისიის ხელმძღვანელობა, პოლონეთის მთავრობა, შვედეთის საგარეო მინისტრი, ევროპის სახალხო პარტია, ვაშინგტონ პოსტი, უოლ სტრიტ ჯორნალი - ერთ მხარეს, ივანიშვილი, ღარიბაშვილი და ფარცხალაძე - მეორე მხარეს. თქვენ რომელ მხარეს ირჩევთ?