ივერიონი / მაია ფანჯიკიძე:-"6 წლის წინ საქართველო ჩათრეული აღმოჩნდა ომში"

მაია ფანჯიკიძე:-"6 წლის წინ საქართველო ჩათრეული აღმოჩნდა ომში"

   დღეს მუხათგვერდის სასაფლაოზე 2008 წლის აგვისტოს ომში გარდაცვლილთა მემორიალი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ გვირგვინით შეამკო და განაცხადა:

   -"ეს არის დღე, როცა 6 წლის წინ საქართველო ჩათრეული აღმოჩნდა ომში. 7 აგვისტო საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა. 6 წლის წინ დაიწყო ომი, რომელიც მხოლოდ ხუთ დღეს გაგრძელდა, მაგრამ მან მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და მრავალი ადამიანი გააუბედურა. ამ ომის შედეგებს დღესაც ვიმკით ბევრი მიმართულებით - გვყავს იძულებით გადაადგილებული პირები, გვაქვს უამრავი გაჭირვება და პრობლემა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე. ისევ ოკუპიორებულია ჩვენი ქვეყნის 20%.

   რუსეთი აგრესიულ ქმედებებს განაგრძობს, ასევე საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ხელოვნურ ბარიერებს და მავთულხლართებს აშენებს, რითაც ადამიანის უფლებებს ზღუდავს, თუმცა ჩვენ დღეს სწორ გზაზე ვდგავართ და დარწმუნებული ვარ, ამ გზაზე სიარულით ყველა პრობლემა მოგვარდება".

 

7-08-2014, 10:10
უკან დაბრუნება