საქართველოს საელჩოების ინიციატივით, 2008 წლის 8 აგვისტოსთან დაკავშირებით იგეგემება საინფორაციო მასალების გამოქვეყნება საერთაშორისო მედიასაშუალებებში.
ასევე გაიმართება შეხვედრები ადგილობრივ ექსპერტებთან, დიპლომატიურ კორპუსთან და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები ძმათა სასაფალოს გვირგვინით შეამკობენ და ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ.