საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ, ამბასადორიალი ფარგლებში უცხოეთში საქართველოს ელჩების მეუღლეებს უმასპინძლა. ფანჯიკიძის თქმით შეხვედრაზე სხვადასხვა თემა განიხილეს.
-"ვეცადე მათთვის ერთი ამბავი მიმეტანა ახლოს, ის რაც მე თვითონ ძალიან მაწუხებს - ეს არის საქველმოქმედო საქმიანობა, რომელიც შეიძლება პირდაპირ არ უკავშირდება საგარეო საქმეთა სამინისტროს, მაგრამ ჩვენ მაინც მოვახერხეთ, რომ ეს ასპექტიც ჰქონდეს ჩვენს მოღვაწეობას. გასული თვეების განმავლობაში რამდენიმე ინიციატივა გამოვიჩინეთ ბავშებისთვის, რომლებიც საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში ცხოვრობენ და სწორედ ჩემი გამოცდილების შესახებ ვესაუბრე ელჩების მეუღლებს და ვთხოვე გულთან ახლოს მიიტანონ ამ ბავშვების მდგომარეობა. "-განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.