კიევში, ხრეშატიკზე 7 აგვისტოს დილას კიევის კომუნალურმა სამსახურმა მაიდანსა და კრეშჩატიკზე ბარიკადებისა და დარჩენილი კარვების დემონტაჟი დაიწყო, აქტივისტებმა საბურავები დაწვეს. სროლის ხმა ისმის ევროპის მოედნის სიახლოვეს. კიევში სიტუაცია ისევ დაიძაბა, ეს რომ ასე მოხდებოდა ინტერვიუებსა და ფეისბუქ-სტატუსებში არაერთხელ უთქვამს პარტია "მომავალი საქართველოს" ლიდერს, გიორგი ლაღიძეს.
-რაც დღეს კიევში ხდება ამას ცალსახად ერთი შეფასება აქვს, ამჟამად უკვე რუსული სპეცსამსახურების მიერ მართული მაიდნის თავდაცვის წევრები ცდილობენ უკრაინის დედაქალაქში სიტუაციის არევას, თუმცა მიმაჩნია, რომ ისინი კიეველების და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას ვერ მოიპოვებენ და ეს არეულობა ხანმოკლე აღმოჩნდება, რაც კარვების დაშლით და ამ ადამიანების დაკავებით დამთავრდება, უკრაინას დღეს მეტი კონსოლიდაცია და ერთიანი ძალებით რუსეთის იმპერიასთან გამკლავება უფრო სჭირდება, აი სხვა ყველა ამდაგვარი არეულობა მხოლოდ და მხოლოდ პუტინის წისქვილზე ასხავს წყალს.
-ხომ არ გადმოვა ეს არეულობა თბილისში? მითუმეტეს, რომ დაანონსებული ცხელი შემოდგომა კარს მოგვადგა?
-მინდა გითხრათ, რომ ჩვენთანაც საკმაოდ რთული პოლიტიკური ვითარებაა, თუმცა ღმერთმა დაგვიფაროს მოვლენების ამგვარი განვითარებისაგან, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველოში ძმათა შორის სისხლი არ დაიღვაროს!
-გავრცელებილი ინფორმაციით სააკაშვილი მართლაც აპირებს თბილისში ჩამოსვლას და პროკურატურაში მისვას, ამას სოციალურ ქსელში მისი პირადი გვერი იუწყება. მართლაც რომ ჩამოვიდეს და დააკავონ, ხომ არ გახდება ეს ახალი მაქინაციური თამაშის დასაწყისი?
-მიმაჩნია, რომ ჯერ სააკაშვილი საქართველოში არ ჩამოვა ის ელოდება შესაფერის მომენტს რომ ჩამოვიდეს თუმცა ეს დრო ჯერ არ არის მოსული,ისინი ელოდებიან არსებული ხელისულების მიმართ უკმაყოფილობის მატებას საზოგადოებაში, რის შემდგომ შეიძლება მიშამ მართლაც გადადგას ეს ნაბიჯი, რასაც დაძაბულობა ნამდვილად მოჰყვება.
-ხვალ აგვისტოს ომიდან 6 წელი სრულდება...
-დიახ, ხვალ 2008 წლის აგვისტოს ომის ექვსი წლისთავია, ამ ომში ჩვენი გმირი ჯარისკაცები შეეწირნენ რუსულ იმპერიასთან ბრძოლას, ისინი ჩვენთვის სამარადჟამო გმირები არიან, აი ჩვენი ხელისუფლება კი სამარცხვინოდ იქცევა საერთოდ არ ახსოვთ არც ქვეყნის ოკუპაცია არც ის, რომ რუსეთი აგრესორია. არც ერთი მაღალჩინოსანი ამას აღარ აფიქსირებს, სამაგიეროდ შეპარულად ხდება რუსული ქმედებების გამართლება და მათთვის მაამებლური განცხადებების გაკეთება,ხელისულების ეს ქმედება სამარცხვინოა და ამას აუცილებლად საზოგადოების მხრიდან ადეკვატური შეფასება მიეცემა, ღმერთმა გაანათლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაცემული ქართველი გმირები......