ივერიონი / უმცირესობის წევრებმა 6 თვის ბიუჯეტის შესრულებაზე ისაუბრეს

უმცირესობის წევრებმა 6 თვის ბიუჯეტის შესრულებაზე ისაუბრეს

   უმცირესობის წევრებმა 6 თვის ბიუჯეტის შესრულებაზე დეტალურად ისაუბრეს და განმარტეს, რომ  დედაქალაქის ბიუჯეტში, როგორც ხარჯვითი, ასევე შემოსავლების კუთხით არანაირი პრობლემა არ არსებობს, რადგან შემოსავლები 107 პროცენტითაა შესრულებული.

   თამაზ შოშიაშვილი სოციალური ბიუჯეტის თემასაც შეეხო. დეპუტატის განცხადებით, 2013 წელთან შედარებით გამგეობებმა მიმდინარე წელს 10 მილიონით ნაკლები დაფინანსება მიიღეს და ქართული ოცნება თითოელ თეთრს უწევდა მონიტორინგს. 

   "თანხები, რაც გამოყოფილი იყო გამგეობებში ძირითადში გახარჯულია, მაგრამ მთლიანობაში სოციალურ მუხლში დედაქალაქის ბუჯეტში არის ეკონომია, რადგან 6 თვის გეგმა გახლდათ 83 მილიონ 933 ათასი ლარი,  საკასო შესრულება კი  78 მილიონი ლარია, შესაბამისად ბიუჯეტში არის თანხები",- განაცხადა თამაზ შოშიაშვილმა.

მისივე თქმით გამგეობებსა და მოსახლეობას შორის ბარიერი ქართულმა ოცნებამ ხელოვნურად შექმნა და სრული პასუხისმგებლობა მათ ეკისრებათ.

  ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წარმომადგენელმა თემურ გრიგალაშვილმა კი ჟურნალისტებს 2014 წლის ბიუჯეტის მიღების პროცესი შეახსენა და აღნიშნა, რომ ირაკლი შიხიაშვილისა და მისი გუნდის მიერ სამჯერ დაწუნებული ფინანსურიდოკუმენტის შემდეგ დედაქალაქის მერიამ საკრებულოს შესთავაზა თავად შეედგინათ ბიუჯეტი და მასში ჩაედოთ რეგულაციები, რომლის მიხედვითაც თითოელი პროექტი ბიუროსთან თანხმდებოდა.

  "მინდა შევახსენო დავით ნარმანიას, რომ ბიუჯეტის შედგენისას შიხიაშვილის ერთ-ერთი აქტიური კონსულტანტი იყო მისი სამინისტროს მაღალჩინოსანი, კერძოდ  ბატონი თემურ მურღულია, აქედან გამომდინარე ვურჩევ მას, პრეტენზიები  საკუთარ გუნდთან, საკუთარ უმრავლესობასთან და საკუთარ ლიდერთან - ირაკლი შიხიაშვილთან მოიკითხოს",- განაცხადათემურ გრიგალაშვილმა.

 

7-08-2014, 16:00
უკან დაბრუნება