ივერიონი / სოზარ სუბარი:-"ალბათ, შესაძლებელი იყო ამ კონფლიქტის გამწვავების თავიდან აცილება"

სოზარ სუბარი:-"ალბათ, შესაძლებელი იყო ამ კონფლიქტის გამწვავების თავიდან აცილება"

   "ძალიან სამწუხაროა, რომ ყოფილი ხელისუფლების პირობებში ის უზარმაზარი დახმარებები, რომელიც წამოვიდა ომის შემდგომ საქართველოზე, ყველა შემთხვევაში არ იქნა ადეკვატურად გამოყენებული დევნილებისთვის",-ამის შესახე განცხადება   საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი აკეთებს.

   "მთლიანობაში, რა თქმა უნდა, დიპლომატია უკეთესად რომ ყოფილიყო გამოყენებული, ალბათ, შესაძლებელი იყო ამ კონფლიქტის გამწვავების თავიდან აცილება.

ძალიან სამწუხაროა, რომ ყოფილი ხელისუფლების პირობებში, ის უზარმაზარი დახმარებები, რომელიც წამოვიდა ომის შემდეგ საქართველოზე, ყველა შემთხვევაში არ იქნა ადეკვატურად გამოყენებული დევნილებისთვის.

   ზოგიერთ ჩასახლებაში ისე უხარისხოდ მოხდა ეს მშენებლობები, რომ მათი გამოსწორება  დღეს გვიხდება და ალბათ, ამ პრობლემების გამოსწორებას კიდევ ძალიან ბევრი წელი დასჭირდება",- განაცხადა სუბარმა.

 

7-08-2014, 16:46
უკან დაბრუნება