"ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი კანდელაკის თქმით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი საკუთარი განცხადებებით ქართველ გმირებს შეურაცხყოფას აყენებს.
-"საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის 6 წლისთავზე, საქართველოს მთავრობის წევრი, პროფესიით მეცნიერული კომუნიზმის მასწავლებელი (რომელიც ყაზანის უნივერსიტეტის ამ ძალიან სპეციფიურ ფაკულტეტზე სწავლისას და მას შემდეგაც უდიდესი ალბათობით თანამშრომლობდა კაგებესთან და დღესაც თანმშრომლობს) პირდაპირ, მთავრობის სხდომაზევე აპრავებს აგრესორ სახელმწიფოს - რუსეთის ფედერაციას, შეურაცყოფას აყენებს საქართველოს თავისუფლებისთვის დაღუპულ გმირ სამხედროებს. სიმართლე - რომ დღეს საქართველოს ყავს მოღალატე და კოლაბორაციონისტი მთავრობა - ყოველდღიურად თვალში საცემი ხდება. სწორედ ეს სიმართლე გადაიყოლებს აგრესორთან მთავარ კოლაბორაციონისტს - ბიძინა ივანიშვილს", - წერს კანდელაკი.
ცნობისთვის, პაატა ზაქარეიშვილმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა განცხადება, რომ გვისტოს ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა.