აგვისტოს ომის გამოძიების აუცილებლობაზე ისაუბრა ნინო ბურჯანძემ. "დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს" ლიდერი ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს და ახცადებს, რომ 2008 წლის ტრაგედიაზე მიხეილ სააკაშვილმა პასუხი უნდა აგოს.
-"აგვისტოს ომი გამოძიებული არ არის, სააკაშვილს ბრალდება უნდა წაჰყენებოდა სწორედ აგვისტოს ომის მოვლენებთან დაკავშირებით. ეს იქნებოდა ყველაზე სწორი და ზუსტი ბრალდება.
რაც შეეხება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, სამწუხაროდ მე ვერ ვხედავ ვერანაირ კონკრეტულ ნაბიჯს, ყველა განცხადება, რომელიც აქამდე გაკეთდა უსუსურია."-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.