ივერიონი / 280 დევნილ ოჯახს ფოთში ბინები გადაეცემა

280 დევნილ ოჯახს ფოთში ბინები გადაეცემა

   9 აგვისტოს, 11:00 საათზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სიზარ სუბარი ფოთში 280 დევნილ ოჯახს ახალი ბინების გასაღებებს გადასცემს.

 

   საცხოვრებელი ფართების  გადაცემის ღონისძიებას დაესწრებიან: გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელი საქართველოში სიმონე ვოლკენი, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ილია დარჩიაშვილი, სამეგრელო ზემო-სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ეკა ბესელია და ფოთის მერი ირაკლი კაკულია. 

 

   მისამართი: ქალაქი ფოთი, მალთაყვის ჩასახლება

 

9-08-2014, 01:02
უკან დაბრუნება