ივერიონი / "ამაღამ საოცარი ღამე იქნება"

"ამაღამ საოცარი ღამე იქნება"

      10 აგვისტოს ღამეს ცაზე "სუპერმთვარე"  აგიზგიზდება... ასე ახლოს ღამის მნათობი დედამიწასთან ჯერ არ ყოფილა..

 ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის განცხადებით 10 აგვისტოს, როდესაც საათი თორმეტს გადასცდება საზოგადოება მომნუსხველი სანახაობის მომსწრე გახდება. მთვარე დედამიწას ყველაზე ახლოს მოაუხლოვდება, თუმცა ასტროლოგის თქმით ეს მოვლენა აგრესიის მოზღვავებას გამოიწვევს.

 

    -"10 აგვისტოს, იქნება სავსე მთვარე, ამას  სხვაგვარად "სატანურ დღეს" ვუწოდებთ. სავსე მთვარეობა ეს არის მოჭარბებული უარყოფითი ენერგიები დედამიწაზე, რის შედეგადაც ადამიანს ემატება ენერგია, მაგრამ ხშირად ეს ენერგია უარყოფიათია. ვლინდება ზედმეტი აგრესიით, გაღიზიანებით, დაძაბულობით რაც ქმნის კონფლიქტებს. ეს კონფლიქტი შეიძლება იყოს როგორც ოჯახური, ასევე სახელმწიფოებს შორისაც. ამ რთულ პერიოდებში მეტად რთულდება ადამიანებს შორის ურთიერთგაგება. მე არავის ვურჩევ ამ დროს ხელშეკრულებების დადებას, მოლაპარაკებების წარმოებას, ახალი საქმის დაწყებას, შეიძლება კი დაიწყოთ, მოილაპარაკოთ, მაგრამ არ იმუშავებს და ვერ გაიგებთ თუ რატომ არ მუშაობს, არადა ეს სწორედ ამ მოვლენების გამო მოხდება."-აცხადებს მიხეილ ცაგარელი.

10-08-2014, 09:37
უკან დაბრუნება