ივერიონი / ეკა ბესელია:-"კომიტეტს საკმაოდ ამბიციური გეგმა აქვს ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით"

ეკა ბესელია:-"კომიტეტს საკმაოდ ამბიციური გეგმა აქვს ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით"

   ბავშვთა უფლებების დაცვის წელთან დაკავშირებით კაჭრეთში, სასტუმრო "ამბასადორში" UNICEF-ის და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ორგანიზებით სემინარი გაიმართა, რომელზეც განხილულ იქნა საკანონმდებლო ინიციატივები და კვლევის შედეგები ბავშვთა სიღარიბესთან და მძიმე სოციალურ მდგომარეობასთან დაკავშირებით.

   კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას თქმით, კომიტეტს საკმაოდ ამბიციური გეგმა აქვს ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით. იცით, რომ 2014 წელიბავშვთა უფლებების წლად გამოვაცხადეთ. "გვინდა აგვისტო და სექტემბერი განსაკუთრებით აქტიურად იქნეს გამოყენებული და დატვირთულად ვიმუშაოთ და სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ნაბიჯები განვახორციელოთ." - განაცხადა ეკა ბესელიამ.

   სემინარზე საკმაოდ საინტერესო კვლევა იქნა წარმოდგენილი, რომელზეც საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს განათლების და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა.

სემინარზე ითქვა, რომ ბავშვთა განათლების უფლების დაცვა, ბევრ პრობლემასთან არის დაკავშირებული. დაბალია მშობლების განათლების დონეც სიღატაკის ზღვარს ქვემოთ მყოფ ოჯახებში და ეს ბევრ პრობლემას აჩენს. აქტიური მუშაობა უნდა წარიმართოს ოჯახური ძალადობის შესახებაც, რასაც ბავშვების სწორად აღზრდაზე დიდი როლი აკისრია.

10-08-2014, 15:02
უკან დაბრუნება