ივერიონი / როდის დაბრუნდება ქართული პროდუქცია რუსულ ბაზარზე?

როდის დაბრუნდება ქართული პროდუქცია რუსულ ბაზარზე?

ეს კითხვა საქართველოს თითქმის ყველა მოქალაქეს აწუხებს. იმდენი ქნა, "ნაციონალების" რიტორიკამ, რომ ქვეყანამ ყველაზე დიდი და გარანტირებული ბაზარი დაკარგა. ეს განსაკუთრებით ქართულ ღვინოს და მინერალურ წყლებს ეხება. თუმცა, რამდენადაც გვახსოვს, რუსული ბაზარი ქართულ ხილს და ციტრუსსაც წყალობდა. ერთი სიტყვით, თუ საქართველო რუსულ ბაზარს დროზე დაიბრუნებს, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ნამდვილად ამოისუნთქებს.

 

როგორც ჩანს, ახალი ხელისუფლება ამ საქმეს გაგებით ეკიდება და მზად არის მოლაპარაკებები დაიწყოს რუსულ მხარესთან. ამ მიზნით სოფლის მეურნეობის სამინისტროში შეიქმნება სპეციალური ჯგუფი. რაც მთავარია, ამ თვალსაზრისით საქართველოსთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა "როსპოტრებნადზორის" ხელმძღვანელმა გენადი ონიშჩენკომ.

 

სოფლის მეურნეობის ახალდანიშნული მინისტრი დავით კირვალიძე აცხადებს, რომ ქართული მხარე ყველაფერს გააკეთებს ქართული პროდუქციის რუსულ ბაზაზე გასასვლელად. დაგეგმილია რუსი ექსპერტების ადგილზე ჩამოსვლა და სიტუაციის შესწავლა.

 

30-10-2012, 10:37
უკან დაბრუნება