"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი გოგა ონიანი ქვეყნის საშინაო და საგარეო მდგომარეობას ეხმიანება და წერს:
-"ურთულესი ვითარებაა ქვეყნაში, როგორც საგარეო პოლიტიკის ასევე საშინაო პოლიტიკის კუთხით. საქართველოს ხელისუფლება ერთიმეორეს მიყოლებით ლანძღავს და აკრიტიკებს ევროპელ ლიდერებს და ამერიკელ გავლენიან სენატორებს, ეფერება პუტინს და ქვეყანაში ყოველგვარი კონტროლის გარეშე უშვებს ათასგვარი რჯულის ფსბ-ს აგენტებს, რომელნიც არც კი ცდილობენ თავიანთი პიროვნების დამალვას. ეს მაშინ როდესაც მთელი ცივილიზებული სამყარო როგორც იქნა შეთანხმდა რომ პუტინი ბოროტებაა და იგი უნდა მოისროლონ პოლიტიკურ სანაგვეზე, ქვეყანა რომლის 20 % ოკუპირებული აქვს პუტინს, აი ამ ქვეყნის ლიდერები ცდილობენ ამ ადამიანის და რუსეთის პოლიტიკის გაპრავებას.
თბილისის ახალარჩეული მერი ქალაქში პირველი რიგის პრობლემად ხედავს რუსთაველზე მდგარ ველოსიპედს და რიყეზე არსებულ მშვიდობის ხიდს, ეს იმ რეალობაში როცა რეალურად უამრავი პრობლემა თბილისში სასწრაფო გადაწყვეტას საჭიროებს და ხშირ შემთხვევაში ადამიანების სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს ეხება. ზუგდიდის მერი მრჩევლად ყოფილ კრუპიეს ნიშნავს და ამით თავს იწონებს, პრემიერი იწონებს ვაზისუბანში ჩინელების მიერ ოლიმპიური სოფლის მშენებლობას და შინაარსობრივად არცერთი პუნქტი არ იცის ამ ხელშეკრულების, არ იცის რომ ერთადერთი და სასწრაფოდ გამოსასწორებელი ამ ხელშეკრულებაში არის ის რომ ჩინურმა მხარემ ვალდებულება აიღოს პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში თბილისელების დასაქმების, აი ესე ფასადურად უდგებიან ყველა საკითხს, როგორც საშინაოს ასევე საგარეოს, ეს კი უკვე კატასტროფაა!!!"