ივერიონი / გია ყანჩელი და მისი უკვდავი მუსიკა

გია ყანჩელი და მისი უკვდავი მუსიკა

  გია ყანჩელი 1935წლის 10 აგვისტოს დაიბადა, 1959 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გეოლოგისსპეციალობით. დიპლომის აღებისთანავე სწავლა გააგრძელა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობისკონსერვატორიაში, საკომპოზიციო ფაკულტეტზე, რომელიც 1963 წელს დაამთავრა.

1972 წლიდან მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში მუსიკალური ნაწილისგამგედ. 1979 წელს იგი საქარველოს კომპოზიტორთა კავშირის მდივანი გახდა.

    გია ყანჩელმა ოპერისა თუ თეატრისთვის ბევრი ცნობილი კომპოზიციას შექმნა. მის შემოქმედებას მიეკუთვნება 6 სიმფონია სიმფონიური ორკესტრისთვის (1962 წ.);  "სევდა ნათელი" - ბიჭუნათა გუნდის, ორი სოლისტისა დადიდი სიმფონიური ორკესტრისათვის (1985 წ.); მუსიკა სპექტაკლებისთვის: "ხანუმა", "კავკასიური ცარცის წრე", "რიჩარდ III"; (შოთა რუსთაველის თეატრის დადგმები). მუსიკა კინოფილმებისთვის: "არ დაიდარდო", "ქვევრი", "არაჩვეულებრივი გამოფენა" და ა.შ.

 კომპოზიტორი ამჟამად საქართველოში არ ცხოვრობს.  

 

"ივერიონი"

ულოცავს დიდ კომპოზიტორს იუბილეს და  

შემოქმედებით მრავალფეროვნებას, ჯანმრთელობას და ბედნიერებას უსურვებს.

 

 

 

10-08-2014, 15:55
უკან დაბრუნება