უწმინდესმა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა, რომ სრულყოფილებისთვი საჭიროა რწმენა და განათლება.
"მაცხოვარი ამბობს, იყავით სრულყოფილნი, ვითარცა მამათქვენი ზეციერი სრულყოფილ არს. აი როგორ მივაღწიოთ ჩვენ ამდენ სრულყოფას?! უპირველეს ყოვლისა საჭიროა რწმენა, სარწმუნოება. რწმენა მუდმივად უნდა ახლდეს ადამიანს. საჭიროა სულიერი მოღვაწეობა, საჭიროა ლოცვა და მარხვა, მაგრამ ამავე დროს საჭიროა განათლება. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, შეიქმნას მოსიარულო ავტობუსი – ბიბლიოთეკა", – განაცხადა უწმინდესმა.
ილია მეორემ დღესვე მოსიარულე ბიბლიოთეკას საჩუქრად წიგნები გადასცა.