თბილისში ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ გუან-ჯოუს დელეგაცია იმყოფება.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წარმომადგენლებს სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალას"- ში თბილისის მერი შეხვდა და მათთან ერთად თანამშრომლობის გაღრმავებაზე იმსჯელა. დავით ნარმანიამ გუან-ჯოუს დელეგაციის წევრებს ორ ქალაქს შორის მეგობრობის განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის სერტიფიკატები გადასცა.
თბილისსა და გუან-ჯოუს შორის მემორანდუმი 2014 წლის 13 იანვარს გაფორმდა. მემორანდუმი ორ ქალაქს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობას ითვალისწინებს.